Бегущая строка текста в HTML ყველა საგანი ნებისმიერი მსურველისთვის: ჯგუფური (2-4 მოსწავლე) 60 ლარი, კვირაში 2 დღე, 1:30 დროის ხანგრძლივობით. ინდივიდუალური 100 ლარი, კვირაში 2 დღე, 1:30 დროის ხანგრძლივობით. კომპიუტერის საოფისე პროგრამების გაძლიერებული კურსი, ჯგუფური (2-4 მოსწავლე), 20 გაკვეთილი 60 ლარი. კომპიუტერის საოფისე პროგრამების გაძლიერებული კურსი, ინდივიდუალური, 20 გაკვეთილი 100 ლარი. პროექტი ,, ინტელექტუალური სივრცე'' და ,, ჩემი ტრიბუნა'' – ყოველ შაბათ დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით - 25 ლარი. პროექტი ,, წერის სახელოსნო'' –ყოველ კვირა დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით - 30 ლარი.

აზროვნების დინამიკა

15 სექტემბრიდან ჩვენს სასწავლო ცენტრში ახალი ინოვაციური პროექტი ,, აზროვნების დინამიკა” იწყებს მოსწავლეების მიღებას.

პროგრამა ,, აზროვნების დინამიკა” მიზნად ისახავს I -დან IV კლასის მოსწავლეებს გაუადვილოს და დაეხმაროს , როგორც ყველა სასკოლო მასალის დამუშავებაში , ასევე დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვასწავლით თქვენს შვილებს, არამარტო ყოველდღიურ გაკვეთილებს, არამედ შევასწავლით შრომისადმი განსაკუთრებულ მიდგომებს, უნარ–ჩვევების დამოუკიდებლად გამომუშავებას, თავისუფალი აზროვნების გაღრმავებას, დღის წესრიგის დაგეგმვას , თუ რა დროს იმეცადინოს და რა დროს დაისვენოს შედეგის მისაღწევად.

მოგეხსენებათ, რომ დაწყებით კლასებში სასწავლო სისტემა ისეა გათვლილი ,რომ მოსწავლეებს მშობლებთან ერთად , ერთობლივად უწევთ გაკვეთილების მომზადება, რაც მათ დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ასევე, მშობელი ,როცა სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდება, ამის შემდეგ უწევს დავალებების შესრულება , სწორედ აქ იწყება მშობლის გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნა, რადგან საშინაო დავალებების მოსამზადებლად ბუნებრივია გარკვეული დროა საჭირო.

იხ. დღის განრიგი :

14:00 მოსწავლის მიღება.

14:00 სთ–დან 14:15 სთ–მდე —– მოსწავლის პირადი დრო
14:15 სთ–დან 14:45 სთ-მდე —– გაკვეთილების გაშინაარსება
14:45 სთ–დან 15 :00 სთ-მდე —–  სარელაქსაციო თერაპია
15:00სთ–დან 15:35 სთ-მდე —–  გაკვეთილის შეცნობითი თერაპია
15:35 სთ–დან 15:45 სთ–მდე —–  წახემსების მონაკვეთი
15:45 სთ– დან 16:20 სთ–მდე —–  წერილობითი დავალებების შესრულება
16:20 სთ–დან 16:30 სთ–მდე —–  წყნარი საათი
16:30 სთ–დან 17:05 სთ–მდე —–  საგაკვეთილო მასალის განმტკიცება
17:05 სთ–დან 17:30 სთ- მდე —–  წერილობითი დავალებების დასკვნითი მონაკვეთი
17:30სთ–დან 17:45 სთ-მდე —– სრული საგაკვეთილო მასალის პრეზენტაცია
17:45სთ დან 18:00 სთ-მდე —– მოსწავლის პირადი დრო

✍️მეცადინეობა ტარდება ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა, 3 საათის ხანგრძლივობით! ღირებულება 180 ლარი!