Бегущая строка текста в HTML კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასწავლო ცენტრ NEW WAY-ში

ინტელექტუალური სივრცე

✅ ბავშვთა და მოზარდთა არაფორმალური და ინტელექტუალური აზროვნების საშაბათო სკოლა, იწყებს მოსწავლეების მიღებას სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

✅ 5–დან 7 წლამდე და 8–დან 12 წლამდე მოზარდები გაეცნობიან ზოგად სფეროებს სხვადასხვა მიმართულებით.

✅ პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლის ინტელექტისა და ერუდიციის ამაღლებას, რომელიც მოიცავს მრავალ სფეროს, ზოგადი განათლების მისაღებად.

✅ თემები მრავალფეროვანია, როგორიცაა: რელიგია, ხელოვნება, ლიტერატურა, მწერლები და მწერლობა, მხატვრები და მხატვრობა, მეცნიერები და მეცნიერება, ფილოსოფია, მითოლოგია, სპორტი, მედიცინა და ა.შ.

✅ შემუშავებული გვაქვს ისეთი ზოგადი საკითხების ჩამონათვალი, რომელიც საინტერესო ფორმით იქნება მიწოდებული და გადმოცემული თითოეული მოსწავლისთვის. არაფორმალური სწავლება ნამდვილად უნდა იყოს ეფექტური, თუ სწავლების პროცესს გააჩნია საყრდენი სტრუქტურა, რომელიც თავის მხრივ, უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მიზნებს.

✅ მოსწავლეები გაეცნობიან, როგორც საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს გარშემო, ასევე, თხზავენ ბლიც კითხვარებს და იღებენ მონაწილეობას შიდა კონკურსებში, ასევე სწავლობენ კროსვორდების შექმნის მეთოდიკას, ამავე პროექტის ფარგლებში აწყობენ პერსონალურ პრეზენტაციებს.

✅ ეს ჩვენი მასალის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გარდა ამისა, ჩვენი გაკვეთილები ბავშვებს თავისუფლებისკენ სწრაფვას შეასწავლის. დაანახებს, რომ თუ ფანტაზიას გაიფართოვებ, არც ცხოვრებაში იარსებებს ჯებირები.

✅ და…. მთავარი, წლის ბოლოს დაიბეჭდება მოსწავლის ნაშრომების კრებული ….. შეხვედრები ტარდება ყოველ შაბათ დღეს, 2 სთ ხანგრძლივობით, ღირებულება 60 ლარი.

ადგილმდებარეობა: ვარკეთილი, ჯავახეთის #35

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში  +995 599 93 70 29; +995 599 93 70 43

#სასწავლოცენტრიNEWWAY

#შენიწარმატებაიწყებააქ