Бегущая строка текста в HTML ყველა საგანი ნებისმიერი მსურველისთვის: ჯგუფური (2-4 მოსწავლე) 60 ლარი, კვირაში 2 დღე, 1:30 დროის ხანგრძლივობით. ინდივიდუალური 100 ლარი, კვირაში 2 დღე, 1:30 დროის ხანგრძლივობით. კომპიუტერის საოფისე პროგრამების გაძლიერებული კურსი, ჯგუფური (2-4 მოსწავლე), 20 გაკვეთილი 60 ლარი. კომპიუტერის საოფისე პროგრამების გაძლიერებული კურსი, ინდივიდუალური, 20 გაკვეთილი 100 ლარი. პროექტი ,, ინტელექტუალური სივრცე'' და ,, ჩემი ტრიბუნა'' – ყოველ შაბათ დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით - 25 ლარი. პროექტი ,, წერის სახელოსნო'' –ყოველ კვირა დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით - 30 ლარი.

“რას ნიშნავს ზოგადი უნარები”

   ტერმინი ზოგადი უნარები გულისხმობს ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარებს. ესაა ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე სათანადოდ რეაგირებისა და გარემოსთან ადამიანის ადაპტირების საფუძველი. ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობის წარმატება მათზეა დამოკიდებული. ზოგადი უნარები განსხვავდება სპეციფიკური უნარებისგან, რომლებიც თავს იჩენს ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში – მაგ… მათემატიკაში, მუსიკაში და ა.შ.

   ზოგადი უნარები ვლინდება უნივერსალური ინტელექტუალური ოპერაციების (ანალიზის, სინთეზის, განზოგადების, აბსტრაჰირების და ა.შ.) სახით და ადამიანს თანდათანობით უვითარდება. ამ უნარებს აყალიბებს მეცადინეობა, კითხვა, მეცნიერებასა და კულტურასთან ზიარება, ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ აბიტურიენტი წლების განმავლობაში ემზადება ზოგადი უნარების გამოცდისთვის საშუალო სკოლაში სწავლისა თუ სხვადასხვა სფეროში ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების პროცესში.