Бегущая строка текста в HTML ყველა საგანი ნებისმიერი მსურველისთვის: ჯგუფური (2-4 მოსწავლე) 60 ლარი, კვირაში 2 დღე, 1:30 დროის ხანგრძლივობით. ინდივიდუალური 100 ლარი, კვირაში 2 დღე, 1:30 დროის ხანგრძლივობით. კომპიუტერის საოფისე პროგრამების გაძლიერებული კურსი, ჯგუფური (2-4 მოსწავლე), 20 გაკვეთილი 60 ლარი. კომპიუტერის საოფისე პროგრამების გაძლიერებული კურსი, ინდივიდუალური, 20 გაკვეთილი 100 ლარი. პროექტი ,, ინტელექტუალური სივრცე'' და ,, ჩემი ტრიბუნა'' – ყოველ შაბათ დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით - 25 ლარი. პროექტი ,, წერის სახელოსნო'' –ყოველ კვირა დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით - 30 ლარი.

“სწავლის ეფექტური მეთოდები”

     მეთოდები, რომელთა ეფექტურობა პრაქტიკულად დამტკიცებულია, ძირითადად ცნობილია მხოლოდ სპეციალისტ-ფსიქოლოგებისთვის. მაგალითად, დაყოფით სწავლის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება მასალის არა თავიდან ბოლომდე სწავლა, არამედ მისი დაყოფა და დროის გარკვეულ ნაწილში შესწავლა. შესაძლებელია, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციის ფორსირებულად გათავისება და სწავლა ხელს უწყობს ადამიანს გამოცდის ჩაბარებასა და სიტყვით გამოსვლისას, მაგრამ ასეთი გზით მიღებული ინფორმაცია მეხსიერებაში დიდი ხნით ვერ რჩება. გაცილებით ეფექტურია ინფორმაციით ნაწილობრივ დატვირთვა და შესვენებებით მისი მიღება. რამდენად ხანგრძილვადაც საჭიროა, რომ მიღებული ინფორმაცია თქვნს მეხსიერებაში დარჩეს – ორი კვირით თუ ორი წლით – იმდენად ხანგრძლივი უნდა იყოს მეცადინეობებს შორის შესვენებების დრო.
სწავლის მეორე მეთოდი, რომელსაც გვირჩევენ კვლევის ავტორები, არის პრაქტიკული სავარჯიშოები. მეტი პრაქტიკა – არა იმისათვის, რომ მიიღოთ შეფასება. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ინფორმაციის გახსენების მცდელობა მიღებული ცოდნის გაღრმავების საშუალებას იძლევა და გვეხმარება მომავალშიც აღვიდგინოთ მეხსიერებაში ეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული სავარჯიშოების ეფექტურობის დამამტკიცებელი ბევრი მიზეზის არსებობს ის ფართოდ არ გამოიყენება. არსებობს ერთი ცნობილი ხერხი, რაც მიუთითებს ამ მეთოდის უპირატესობაზე. ეს არის კითხვის შესწავლისთვის შექმნილი ნახატებიანი ბარათები. დღეისათვის ამ ბარათების შექმნა შესაძლებელია ციფრულ ფორმატშიც, ისეთი პროგრამების დახმარებით, როგორიცაა: Quizlet, StudyBlue და FlashCardMachine. ორივე ეს მეთოდი, დაყოფითი და პრაქტიკული მეცადინეობა, კვლევის ავტორების აზრით, ითვლება ”მაღალეფექტურად”

google-site-verification: google0049e129679233dd.html