ჩვენ შესახებ

სასწავლო ცენტრი “ახალი გზა” (NEW WAY) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს), რომელიც აქტიურად ებმება საგანმანათლებლო პროცესში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი საგანი ახალი ინოვაციური მეთოდებით შეისწავლოს. სწავლა მოზარდებისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს მეტი თავდაჯერებულობის განვითარებაში , რომელიც მათ მოტივაციას უფრო მეტად გაზრდის.

სწავლების ძირითადი მიზანი განათლებული და უნარიანი ახალგაზრდების აღზრდაა. სწორედ ეს განაპირობებს სწავლების იმ მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც მიზნის მისაღწევად იყენებს სასწავლო ცენტრი.

თითოეული ადამიანი, ამ სამყაროს ევლინება იმისთვის რომ მუდმივად განვითარდეს,
პიროვნული ზრდა წარმოადგენს ერთ-ერთ აზრს ცხოვრებისას. მისი საშუალებით შეიძლება შეცვალო საკუთარი თავი, აღმოაჩინო და განავითარო შენთვის მისაღები თვისებები, მოიცილო კომპლექსები და უარყოითი აზრები, ისწავლო და მართო საკუთარი ემოციები.

გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია რაც თქვენს პიროვნულ ზრდას შეეხება. თქვენ გაქვთ უდიდესი შესაძლებლობები, ირწმუნეთ და თამამად გადადგით ნაბიჯი თქვენი მიზნების ასახდენად,  რაშიც დაგეხმარებათ ჩვენი გამოცდილი გუნდი!