აზროვნების დინამიკა
პროგრამა ,, აზროვნების დინამიკა” მიზნად ისახავს I -დან IV კლასის მოსწავლეებს გაუადვილოს და დაეხმაროს , როგორც ყველა სასკოლო მასალის დამუშავებაში , ასევე დავალებების შესრულებაში.
👉📔 ჩვენ ვასწავლით თქვენს შვილებს, არამარტო ყოველდღიურ გაკვეთილებს, არამედ შევასწავლით შრომისადმი განსაკუთრებულ მიდგომებს, უნარ–ჩვევების დამოუკიდებლად გამომუშავებას, თავისუფალი აზროვნების გაღრმავებას, დღის წესრიგის დაგეგმვას , თუ რა დროს იმეცადინოს და რა დროს დაისვენოს შედეგის მისაღწევად.
👉📌 მოგეხსენებათ, რომ დაწყებით კლასებში სასწავლო სისტემა ისეა გათვლილი ,რომ მოსწავლეებს მშობლებთან ერთად , ერთობლივად უწევთ გაკვეთილების მომზადება, რაც მათ დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ასევე, მშობელი ,როცა სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდება, ამის შემდეგ უწევს დავალებების შესრულება , სწორედ აქ იწყება მშობლის გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნა, რადგან საშინაო დავალებების მოსამზადებლად ბუნებრივია გარკვეული დროა საჭირო.
✍️მეცადინეობა ტარდება ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა, 3 საათის ხანგრძლივობით! ღირებულება 200 ლარი!