Бегущая строка текста в HTML კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასწავლო ცენტრ NEW WAY-ში

“ინტელექტუალური სივრცე”

 სასწავლო ცენტრში მოქმედებს უნიკალური  პროგრამა “ინტელექტუალური სივრცე”. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლის ინტელექტისა და ერუდიციის ამაღლებას, რომელიც მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა: რელიგია, ხელოვნება, ლიტერატურა, მწერლები და მწერლობა, მხატვრები და მხატვრობა, მეცნიერები და მეცნიერება, ფილოსოფია, მითოლოგია, სპორტი, მედიცინა და ა.შ.

 ყველა მოსწავლე ვინც ამ პროექტში ჩაერთვება, მუდმივად მიიღებს მონაწილეობას ცენტრის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებებში, რომელიც გაიმართება საზოგადოებრივ სივრცეებში და თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა გამოავლინოს მისი ორატორული უნარ–ჩვევები ან გამოიყენოს პუბლიკა მისი პერსონალური პრეზენტაციებისთვის.

  მეცადინეობა  ტარდება  ყოველ შაბათ დღეს, 2 საათის ხანგრძლივობით, ღირებულება – 25 ლარი.