Бегущая строка текста в HTML კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასწავლო ცენტრ NEW WAY-ში

ლიტერატურული კლუბი

სასწავლო ცენტრი  გთავაზობთ   ახალი ინოვაციური პროექტ ,, ლიტერატურული კლუბს ”

 

XXI საუკუნეს ტექნოლოგიურ ეპოქას უწოდებენ. მოზარდები სულ უფრო და უფრო შორდებიან ბეჭდურ წიგნებს და კომპიუტერულ სამყაროს ანიჭებენ უპირატესობას.

ვფიქრობთ, არსებობს გზა, რომლითაც მათ წიგნის სამყაროსთან დავაბრუნებთ. მოსწავლეები ისწავლიან სკოლის პროგრამაში შემავალი ავტორების ყველა იმ სხვა ნაწარმოებებსაც, რაც არ არის შესული მათ სახელმძღვანელოებში და ამით განვსაზღვრავთ ჩვენი პროექტის მთავარ იდეას, რომ მოსწავლეები მიიღებენ იმ ზოგად განათლებას, რომელიც დაეხმარებათ, როგორც სასკოლო პროგრამის დაძლევაში, ისე ექნებათ საშუალება, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათი განათლების სხვადასხვა საფეხურზე.

ლიტერატურული კლუბის მეშვეობით 8-10 და 11-14 წლის მოზარდები გაეცნობიან :

  • სხვადასხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ავტორის ღირებულ ნაწარმოებებს;
  • იმსჯელებენ სიუჟეტის საკვანძო საკითხებზე;
  • ისწავლიან სწრაფ კითხვას (ჩუმად და ხმამაღლა)
  • მხატვრული კითხვის მეთოდებს;
  • გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს

 

პროექტის ფარგლებში ვიზრუნებთ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • თავისუფალი აზროვნების;
  • წაკითხული მასალის სწორი აღქმისა და გააზრების;
  • ზეპირი მსჯელობის;
  • პრეზენტაბელობის

 

აღნიშნული პროგრამა, გარდა ზემოხსენებულისა, მიზნად ისახავს, შემდეგი ღონისძიებების ჩატარებასაც:

  • ლიტერატურული საღამოები;
  • ქართული ფილმის/მულტფილმის ჩვენება;
  • ინტელექტუალური შეჯიბრი
  • ჯგუფებს შორისსაჩვენებელი პრეზენტაციები;
  • სემესტრული კონფერენცია.

 

იკითხო – ნიშნავს, გადაიქცე ყველაზე საინტერესო მოსაუბრედ …

დაუმეგობრდი მხატვრულ ლიტერატურას, აიმაღლე ცოდნა ჩვენი ინოვაციური პროექტით.

 

NEW WAY – ის ლიტერატურული კლუბი გახვედრებთ ისეთ სივრცეს, რომელიც შენი საყვარელი ადგილი გახდება.

მეცადინეობა ტარდება ყოველ შაბათ დღეს, 2 სთ ხანგრძლივობით, პროექტის ღირებულება 30 ლარი.