Бегущая строка текста в HTML
მასწავლებელი და მოსწავლე

მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ძალიან ფაქიზი და მრავალი მნიშვნელოვანი ნიუანსებისგან შედგება. თუმცა უპირველესად განისაზღვრება, მისი პიროვნებით, ზნეობრივი თვისებებით, ბავშვების სიყვარულით, მდიდარი სულიერი სამყაროთი. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ფორმებიდან გვინდა გამოვყოთ პედაგოგიური ტაქტი. პედაგოგიური ტაქტი არის ზომიერების გრძნობა ზემოქმედების საშუალებათა შერჩევისას, პედაგოგის უნარი, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს აღმზრდელობითი ზემოქმედების ყველაზე ოპტიმალური საშუალება.
პედაგოგიური ტაქტის მქონე მასწავლებელს შესწევს უნარი, აკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები, ამიტომ ადვილად ამყარებს ურთიერთობას მოსწავლესთან. ასეთი მასწავლებელი საზოგადოებაში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს.