გახდი “New Way” -ს სპიკერი

გაქვს საინტერესო იდეები და გინდა მათი სხვებისთვის გაზიარება?

პროექტი „New Way – ის ხმა“ გაძლევს პლატფორმას, რათა გამოავლინო შენი ნიჭი, დახვეწო საჯარო გამოსვლის უნარები და გააოცო აუდიტორია! ​🎯

პროექტის მიზანი:

​ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, მოტივირებული და კრეატიული მოზარდები, მივცეთ მათ საკუთარი იდეების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და დავეხმაროთ საჯარო გამოსვლის ტექნიკის დახვეწაში. ​📝

დეტალები მონაწილეებისთვის:

თემატიკა: თავისუფალი (აირჩიე ის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს!)

​ასაკი: 10 – 17 წელი. ​

ენა: ინგლისური/ქართული ​

გამოსვლის ხანგრძლივობა: 5 – 7 წუთი. ​

მონაწილეობის ღირებულება: 75 ლარი (მოიცავს ღონისძიებაზე დასწრებას და მოსამზადებელ კონსულტაციას).

🔍 შერჩევის ეტაპები: ​

რეგისტრაცია: შეავსე განაცხადი და კომენტარის ველში მიუთითე სასურველი საპრეზენტაციო თემა. ​

გასაუბრება:  შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება წინასწარი შეთანხმება და გასაუბრება. ​

მომზადება:  მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს ინდივიდუალურ მუშაობას.

​ვორქშოპი: ყველა შერჩეულ აპლიკანტს ჩაუტარდება ვორქშოპი საჯარო გამოსვლის ტექნიკებში.

🏆 ​საუკეთესო პრეზენტაციას გამოავლენს თავად დამსწრე აუდიტორია! ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია, მომზადების დონე და აუდიტორიასთან კავშირი გადამწყვეტი იქნება. ​

🎁 გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური პრიზი!

📍 შეხვედრები ჩატარდება: გლანისა და ვარკეთილის ფილიალებში.

⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აპრილი. ​

ვის შეუძლია გახდეს სპიკერი? ყველას, ვისაც სურს გამოსცადოს საკუთარი თავი და ისწავლოს ეფექტური კომუნიკაცია! ​👉 დარეგისტრირდი დღესვე და აიმაღლე ხმა!