ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი — სალომე უსტარაშვილი
- განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ქართული ფილოლოგია; ლიტერატურათმცოდნეობა
- ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებლის სტატუსი (VII-XII კლასები)
სამუშაო გამოცდილება:
- სასწავლო ცენტრ New Way-ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — დაარსების დღიდან
- მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსის ავტორი და მენტორი
- პერსონალური პროფესიული ბლოგის — „ქართულის მასწის“ — ავტორი
- თერაპიული წერის ფასილიტატორი და საავტორო პროგრამების მენტორი
- შემოქმედებითი წერისა და ლიტერატურული ოსტატობის კურსის ავტორი
- Abiturienti.ge: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი — ეროვნული გამოცდების სტანდარტების მიხედვით აბიტურიენტებისთვის ვიდეოგაკვეთილებისა (80 გაკვეთილი) და საგამოცდო/ტესტური დავალებების მომზადება
- შპს „ედულაბი“ (Edulab.ge): ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი — მოსწავლეთა მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის
- Kids.Ge: მეტყველების, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის ჯგუფების პედაგოგი — საბავშვო ლიტერატურული ჯგუფების გაძღოლა, შემოქმედებითი წერა/ხატვა, მსჯელობისა და მეტყველების უნარების განვითარება
- Edu.aris.ge — ჟურნალისტი, სტატიების კორექტორი
- გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“: რედაქტორი — თარგმანების რედაქტირება, გრამატიკული და სტილური დახვეწა, წიგნების დასაბეჭდად მომზადება
სწავლების მეთოდოლოგია:
სიღრმისეული და ანალიტიკური მიდგომა: სალომეს სწავლების სტილი არ ემყარება უბრალო დაზეპირებას. იგი მოსწავლეებს ეხმარება ავტორის ჩანაფიქრის გააზრებაში, პერსონაჟების, ეპოქის, ჟანრული მახასიათებლების სიღრმისეულ ანალიზსა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებაში. ამ შედეგის მისაღწევად იყენებს ინტერაქციულ და საავტორო შემეცნებით თამაშებს.
ესეს წერისა და ტექსტის რედაქტირების ოსტატობა: განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკას, პუნქტუაციასა და გამართულად წერის ტექნიკებს — უნარებს, რომლებიც გადამწყვეტია როგორც ეროვნულ გამოცდებზე, ისე სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში.
შედეგზე ორიენტირებული მომზადება: სალომეს სწავლების 13-წლიანი გამოცდილება საგამოცდო პროგრამებთან, სპეციალურ მასტერკლასებსა და ინტერაქციულ საგანმანათლებლო პროექტებთან მუშაობაში — მოსწავლეებს ყველაზე კომპლექსური მასალის მარტივად და ინტერესით ათვისებაში ეხმარება.
მხარდამჭერი და მოტივაციური გარემო: სალომეს გაკვეთილებზე მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომების. აქ თითოეული მოსაზრება დასაფასებელია, ხოლო სასწავლო პროცესი ნდობასა და თავისუფლებაზეა აგებული.
