ინგლისური ენის საკვირაო სკოლა
„New Way“-ს ინგლისური ენის საკვირაო სკოლა აცხადებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
იმის გამო, რომ ჩვენი საკვირაო სკოლა მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, ვაკანტური ადგილი გვაქვს მხოლოდ 16 მოსწავლეზე.
ჩვენი პროგრამა უკვე 9 წელია ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს, რაც განპირობებულია მუდმივად განახლებადი სასწავლო მასალითა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებით.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი საკვირაო სკოლა?
ჩვენი პროგრამა არ არის მხოლოდ თეორიული სწავლება. ის მოიცავს ინგლისური ენის სრულ კურსს:
- გრამატიკული ბაზა, რაც უზრუნველყოფს ენის სტრუქტურის საფუძვლიან შესწავლას.
- ფონეტიკასა და ლექსიკას, რაც განაპირობებს აქცენტის დახვეწასა და ლექსიკური მარაგის მუდმივ ზრდას.
- საკომუნიკაციო უნარებს, მაქსიმალურ ფოკუსს საუბრის პრაქტიკაზე.
- მულტიმედიურ სწავლებას, სადაც გაკვეთილები დატვირთულია აუდიო და ვიდეო რესურსებით, რაც სწავლის პროცესს უფრო დინამიურსა და სახალისოს ხდის.
სასწავლო პროცესის დეტალები და გადახდის მეთოდები:
ასაკობრივი ჯგუფი განკუთვნილია 8-დან 14 წლამდე მოსწავლეებისთვის, ჯგუფები დაკომპლექტდება მათი ასაკისა და ცოდნის მიხედვით.
- რეგისტრაციის ვადა: 3 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
- საწევრო გადასახადი: ერთჯერადი გადასახადი შეადგენს 220 ლარს (თანხა ფარავს სწავლების პირველ სემესტრს)
- გადახდის ვადა: არაუგვიანეს 10 აგვისტო.
- პროცედურა: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ყველა ველის ზუსტი მითითებით და დაელოდეთ ჩვენგან უკუკავშირს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჩვენი მოსწავლეების წარმატება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო ჯგუფის დაკომპლექტება ვერ მოხერხდება ან მითითებული განრიგი არ იქნება თქვენზე მორგებული, საწევრო თანხა უკან დაგიბრუნდებათ მყისიერად და სრულად.
მეცადინეობის განრიგი:
ვარკეთილი, ყოველი კვირა დღე –10:00 სთ ან 11:00 სთ
გლდანი, ყოველი კვირა დღე – 12: 00 სთ ან 13:00 სთ
