შეთავაზება აბიტურიენტებისთვის

თუ ხარ მე-11 ან მე-12 კლასელი და იწყებ ეროვნული გამოცდისთვის მზადებას ამ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნო!

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რესურსის ფარგლებში არაერთხელ შეგვითავაზებია განათლების ხელმისაწვდომობა.

სასწავლო ცენტრის დაარსების დღიდან ჩვენი გუნდის ერთობლივი მიზანია ის, რომ განათლების მიღება გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, ჩვენი მისია ხომ განათლებული თაობის აღზრდაა, სწორედ ამიტომ 32 ვაკანტურ პოზიციაზე ვაცხადებთ სავაუჩერო პროგრამას, რომლის პრომოკოდის მეშვეობით მიიღებთ 20% ფასდაკლებას, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურ სწავლის საფასურის ცვლილებას.

თუ პრომოკოდი ისარგებლებ 140 ლარის ნაცვლად სწავლის საფასური იქნება 112 ლარი მთელი წელი.

როგორ ვისარგებლოთ სავაუჩერო პროგრამით და მივიღოთ 20%-იანი ფასდაკლება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ?

ყველა მოსწავლეს, ვისაც სურვილი აქვს ისარგებლოს სავაუჩერო პროგრამით, მისი ყოველთვიური სწავლის ღირებულება 20% -ით შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე რეგისტრაციის დროს გამოიყენებს პრომოკოდს (NEW WAY 20) და შეიძენს ფასდაკლების ვაუჩერს.

სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნის შემდეგ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე გამოგეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია და გადახდის რეკვიზიტები, სადაც უზრუნველყოფთ ვაუჩერის თანხის გადახდა მითითებულ ვადებში.

(აუცილებელია ყველა ველის უხარვეზოდ შევსება)

ვაუჩერის ღირებულება ერთ საგანზე შეადგენს 100 ლარს.

ვაუჩერს იძენთ მხოლოდ ერთჯერადად იმისთვის, რომ მთელი სასწავლო წელი (10 თვე) ისარგებლოთ ფასდაკლებით თქვენს მიერ შერჩეულ ნებისმიერ საგანზე.

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია და ითვალისწინებს მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის პერიოდს, რომელიც 5 აგვისტოს განახლდება და 15 აგვისტოს დასრულდება.

 

თქვენი ფინანსური სარგებელის ვიზუალური მაგალითი:

1 საგანი – 140 ლარის ნაცვლად 112 ლარი, ყოველთვიური დანაზოგი 28 ლარი!
2 საგანი – 280 ლარის ნაცვლად 224 ლარი, ყოველთვიური დანაზოგი 56 ლარი!
3 საგანი – 420 ლარის ნაცვლად 336 ლარი, ყოველთვიური დანაზოგი 84 ლარი!
მნიშვნელოვანი ფაქტორი: იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, თქვენზე მორგებული განრიგის შეთავაზება ვერ მოხერხდება, წინასწარ გადახდილი ვაუჩერის თანხა უკან დაგიბრუნდებათ მყისიერად და სრულად.