ლიტერატურული სივრცე
რას ისახავს მიზნად პროექტი ,,ლიტერატურული სივრცე?
დღეისათვის მოსწავლეებში კითხვის კულტურა შესუსტებულია, რის შედეგადაც მათ უჭირთ აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, ტექსტის გააზრება და არგუმენტირებული მსჯელობა. მხატვრული ლიტერატურა სკოლაში ხშირად აღიქმება მხოლოდ როგორც „საგამოცდო პროგრამა“ ან „სასკოლო მასალა“, რაც ამცირებს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ არაფორმალურ გარემოში კითხვისგან აშორებს.
პროექტის მიზანია დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებში კითხვის კულტურის, ლიტერატურისადმი ინტერესის, შემოქმედებითი აზროვნების, დებატებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტელექტუალურ, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების გაძლიერებას და საზოგადოების სრულფასოვან, აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებას.
✅პოეტური და პროზაული ტექსტების ერთობლივი ანალიზი და ინტერპრეტაცია;
✅დისკუსიებისა და დებატების ორგანიზება;
✅როლური კითხვა, დრამატიზაცია და მცირე სცენების გათამაშება;
✅შემოქმედებითი დავალებების შესრულება (ესე, წერილი, მონოლოგი, პერსონაჟის დღიური);
✅აზრთა გაცვლა და პრეზენტაციები;
✅წიგნისა და ეკრანიზაციის შედარებითი განხილვა;
✅პოეზიის საღამოები და თეატრალური დადგმები;
✅შეხვედრები თანამედროვე მწერლებთან, პოეტებთან;
✅ექსკურსიები მწერლებისა და პოეტების სახლ-მუზეუმებში.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ პროექტის არსში დევს!
ასაკობრივი დიაპაზონი: 6–16 წელი.
ღირებულება: 100 ლარი.
შეხვედრის დღეები: შაბათი (გლდანი), კვირა (ვარკეთილი).
ხანგრძლივობა: 2 სთ.
აღმოაჩინე შენში განსხვავებული შესაძლებლობები!
