ინდივიდუალურ გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
სასწავლო ცენტრი New Way გთავაზობთ ინდივიდუალურ გაკვეთილებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
დღეს თანამედროვე მოზარდების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტექსტის გააზრება, ღრმა ანალიზი და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვაა.
სკოლის სწრაფ ტემპში ბავშვებს ხშირად არ რჩებათ საკმარისი დრო, თითოეულ ტექსტს ინდივიდუალურად დაუფიქრდნენ, რაც შემდგომში საგნის ათვისებას ართულებს.
ჩვენ შევიმუშავეთ ინდივიდუალურ მიდგომა, რომელიც სრულად არის მორგებული თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე.
ჩვენი გაკვეთილები ეფუძნება ხუთ მთავარ უნარზე მუშაობას:
1. დამოუკიდებელი აზროვნება — რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი დასკვნების გამოტანა.
2. ტექსტის გააზრება — წაკითხულის სიღრმისეული წვდომა და შინაარსის სწორად აღქმა.
3. მსჯელობა და არგუმენტირება — აზრის თავისუფლად და მყარი არგუმენტებით გადმოცემა.
4. შემოქმედებითი უნარების განვითარება — ფანტაზიისა და ორიგინალური ხედვის წახალისება.
5. კრიტიკული აზროვნება — ფაქტების ანალიზი და საკუთარი პოზიციის გამყარება.
სასწავლო პროცესს პირადად უძღვება:
გვანცა გოჩიაშვილი — ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი და პრაქტიკოსი პედაგოგი.
გვანცამ საგანმანათლებლო პრაქტიკისა და კვლევების
საფუძველზე ღრმად შეისწავლა თანამედროვე მოზარდების გამოწვევები. ამ რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა სპეციალური, შედეგზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რომელიც თითოეული მოსწავლის ძლიერ მხარეებს ეყრდნობა.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მეგობრულ, ფსიქოლოგიურად უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში, სადაც შეცდომა სწავლის ბუნებრივი ნაწილია.
თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა გაუადვილდეს და პროცესი შედეგიანი გახდეს, გელოდებით ჩვენთან.
პირობები:
გაკვეთილი ტარდება კვირაში 2 დღე — 1.30 სთ ხანგრძლივობით.
სწვალება — ინდივიდუალური.
ღირებულება: სტანდარტული 160 ლარი, ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში 128 ლარი.
ვაუჩერის ღირებულება: 100 ლარი.
მნიშვნელოვანი ფაქტორი: იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, თქვენზე მორგებული განრიგის შეთავაზება ვერ მოხერხდება ან თქვენი მხრიდან იქნება არგუმენტირებული მიზეზი სწავლის არ გაგრძელების, წინასწარ გადახდილი ვაუჩერის თანხა უკან დაგიბრუნდებათ მყისიერად და სრულად.
