თარგმნის სახელოსნო

ახალი ინტერაქტიული პროექტი „თარგმნის სახელოსნო“ აცხადებს მოსწავლეების მიღებას, რომელიც ახალგაზრდებს მთარგმნელებად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.

​თუ შენი ინტერესი დაკავშირებულია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნასთან და გინდა დააგროვო უნიკალური გამოცდილება, ეს პროექტი სწორედ შენთვისაა!

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან ნამდვილი მთარგმნელობითი პროცესის თითოეულ ეტაპს, სადაც შეარჩევენ და განიხილავენ საინტერესო ლიტერატურას. გადათარგმნიან და დაარედაქტირებენ თანამედროვე მცირე ზომის მოთხრობებსა და ზღაპრებს.

გაანალიზებენ კონკრეტული მწერლის სტილსა და მთავარ სათქმელს.

მოსწავლეები იმუშავებენ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ პროექტებზე.

პროექტი ემსახურება,
​ენობრივი უნარების სრულყოფას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, გრამატიკული სტრუქტურების ღრმად ათვისებას და ენის ბუნებრივად შეგრძნებას.

​მშობლიური ენის განვითარებას უდიდესი როლი აკისრია ამ პროექტში, რადგან კარგი თარგმანი მოითხოვს არა მხოლოდ უცხო ენის ცოდნას, არამედ ქართული ენის სიმდიდრისა და სილამაზის საუკეთესოდ გამოყენებას.

მოსწავლეები სწავლობენ არა სიტყვა-სიტყვით გადათარგმნას, არამედ ტექსტის ემოციისა და კონტექსტის
ზუსტ გადმოცემას.
თითოეული წევრი რეალურ პროექტზე მუშაობით ხდება დამწყები მთარგმნელი, რაც უდიდესი გამოცდილებაა პროფესიულ უნარებისა და პირადი პორტფოლიოს ჩამოყალიბებაში.

წლის ბოლოს თარგმნის სახელოსნო გამოსცემს კრებულს და ყველა მონაწილე გახდება გამოქვეყნებული წიგნის თანაავტორი.

ასაკი 10-17 წელი,
შეხვედრის ხანგრძლივობა 2სთ +

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი გახლავთ — კავკასიის უნივერსიტეტის თარგმნის სახელოსნოს მოქმედი მთარგმნელი და რედაქტორი, ინგლისური ენის C1 დონის კომპეტენციის მფლობელი — ლიკა ქარდავა.

შეხვედრების პერიოდი: კვირაში ერთი დღე.

ღირებულება: 200 ლარი