წერის სახელოსნო

თუ თქვენი შვილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად თემის წერას, წაკითხულის ანალიზსა და ლექსებიდან შინაარსის გამოტანას, ეს უნიკალური პროექტი დაეხმარება ამ სირთულეების დაძლევაში…

10-დან დაახლოებით 7 მოსწავლეს ძალიან უჭირს სუფთა ფურცლის პირისპირ ჯდომა, როცა თემის წერას ან საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბებას სთხოვენ.

«New Way» წარმოგიდგენთ შემოქმედებითი წერის სახელოსნოს, სადაც 8 წლიდან 16 წლამდე მოზარდები შეიძენენ სხვადასხვა ჟანრის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული წერის უნარებს.

წერის სახელოსნოში თქვენ სწავლობთ:

🟢 რა არის ლიტერატურა?!
🟢 რა არის ლიტერატურული ნაწარმოები?!
🟢 რისგან შედგება თითოეული ნაწარმოები?! (მაგ: ნოველა. მოთხრობა, რომანი , ლექსი და ა. შ)
🟢 როგორ დავწეროთ თემა, თემის შესავალი, მთავარი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი/შეჯამება?!
🟢 როგორი შეიძლება იყოს პერსონაჟი?!
🟢 როგორ გამოვიგონოთ ჩვენი ამბების გმირი?!
🟢 რა არის თავისუფალი ან კრიტიკული წერა?!
🟢 როგორ შევთხზათ იუმორისტული, სათავგადასავლო, დეტექტიური და სხვა ჟანრის ნაწარმოებები…
🟢 ვსწავლობთ სიტყვების თამაშს…
🟢 ვუხმოთ მუზებს ლექსებისთვის…
🟢 ვკითხულობთ და ვბაძავთ სხვადასხვა ავტორს…

ეს ჩვენი მასალის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გარდა ამისა, ჩვენი გაკვეთილები ბავშვებს თავისუფლებისკენ სწრაფვას შეასწავლის. დაანახებს, რომ თუ ფანტაზიას გაიფართოვებ, არც ცხოვრებაში იარსებებს ჯებირები.

დაააა…. მთავარი, წლის ბოლოს დაიბეჭდება მოსწავლის ნაშრომების კრებული ….

,,შემოქმედებითი წერის სახელოსნო » ჩატარდება ყოველ შაბათ დღეს, 1:30 საათის ხანგძლივობით, ღირებულება კი მხოლოდ 60 ლარს შეადგენს.