პროექტი ,, ინტელექტუალური სივრცე’’

პროექტი ,, ინტელექტუალური სივრცე’’ არის უნიკალური პროექტი, რომელიც 2017 წელს, სასწავლო ცენტრ ,, NEW WAY’’- ში დაარსდა და არაერთი მოსწავლის ინტელექტის ამაღლებას შეუწყო ხელი.

პროექტის ფარგლებში მოზარდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ ისწავლონ როგორ მართონ საკუთარი თავი, აიმაღლონ ინტელექტი და ერუდიცია. იმისთვის, რომ მოზარდებმა განივითარონ ცხოვრების ფილოსოფია, ყოველდღიური გეგმების, მიზნების, საკუთარი ფიქრებისა და ემოციების მართვა, საჭიროა რუტინის პუნქტუალობა, რაც ამ პროექტის არსში დევს.

,,ინტელექტუალური სივრცე» მიზნად ისახავს მრავალფეროვან სფეროებზე ინფორმაციის მიღებას, როგორებიცაა რელიგია, ხელოვნება, ლიტერატურა, მწერლები და მწერლობა, მხატვრები და მხატვრობა, მეცნიერები და მეცნიერება, ფილოსოფია, მითოლოგია, სპორტი, მედიცინა და ა.შ.

შემუშავებული გვაქვს ისეთი ზოგადი საკითხების ჩამონათვალი, რომელიც საინტერესო ფორმით იქნება მიწოდებული და გადაცემული თითოეული მსმენელისთვის.

ცხოვრებაში წარმატების სასურველი დონის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ადამიანური ინტელექტი და თვითშეგნება, რაც თვითრეალიზების, მენტალური, ფიზიკური, ემოციური და სოცილაური სფეროების განვითარებითა და მართვით არის შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა მიეცემათ დასძლიონ საჯაროდ გამოსვლის შიში, მართონ აუდიტორია, წარადგინონ პერსონალური პრეზენტაციები, გამოიმუშავონ ორატორული უნარ ჩვევები და მიიღონ თანატოლებთან დებატებისა და არგუმენტირებული პოლემიკის გამართვის შესაძლებლობა.

ჩვენი პროექტის ავტორი და  მენტორი გახლავთ ჩვენი ცენტრის დამფუძნებელი, მრავალი  შემოქმედებითი პროექტის სულის ჩამდგმელი ქალბატონი მაკა კვატანია, ხოლო პროექტს ხელმძღვანელობს ინტელექტუალური სივრცის საჯარო პრეზენტატორი, დებატების ეროვნული ჩემპიონატის ფინალისტი და გაეროს მოდელირების მონაწილე ანა ისახანიანი, რომელიც იზრუნებს მოზარდების პიროვნულ  განვითარებაზე, თვითშეფასებისა და ფასეულობების განსაზღვრაზე, რაც მათ პიროვნულ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

თქვენს შვილებს გაუჩნდებათ განსაკუთრებული მიზნები, გეგმები, მტკიცე და ძლიერი ურთიერთობები, საკუთარი ფიქრების, სიამოვნების მიღების, გართობისა და კომპლექსების მართვის უნარები.

ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის პიროვნული ღირსების ჩამოყალიბებაში!

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთი დღე, გლდანის ფილიალში შაბათი დღე, ვარკეთილის ფილიალში კვირა დღე, შეხვედრის ხანგრძლივობა 1 სთ 30 წთ, თვეში ჩაინიშნება 4 შეხვედრა, ღირებულება კი 100 ლარს შეადგენს.

 

პროექტი განკუთვნილია 7 წლიდან 16 წლამდე მოზარდებისთვის.